უცხოეთი
იაპონიის პრემიერი - თუ მოსკოვი ჰაბომაისა და შიკოტანის კუნძულებს დააბრუნებს, იმ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზები არ განთავსდება

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. იაპონიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს ჰპირდება, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი იაპონიას ჰაბომაისა და შიკოტანის კუნძულებს დაუბრუნებს, იმ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზები არ განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და იაპონიის უსაფრთხოების შეთანხმებით, აშშ უფლებამოსილია, იაპონიის მთელს ტერიტორიაზე საკუთარი ბაზები განათავსოს. თუმცა მას ამისთვის ტოკიოს ნებართვა სჭირდება.

იაპონიის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა სინგაპურში 14 ნოემბერს შედგა.

სწორედ ამ შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, რომელსაც 1956 წელს გაფორმებული დეკლარაცია ითვალისწინებს.

ამავე დეკლარაციის თანახმად, სამშვიდობო შეთანხმება იაპონიისთვის კუნძულების დაბრუნებასაც გულისხმობს.

1tv.ge