საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტები იყვნენ: ნაციონალისტი გამსახურდია, კომუნისტი შევარდნაძე, ფაშისტი სააკაშვილი და აფერისტი მარგველაშვილი, მაგრამ რქიანი ჩეკისტი ჯერ არ ყოფილა! - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო, იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება მისი პრეზიდენტი 10 დღის შემდეგ, როგორც ჩანს, მალე აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან და მისი სრულფასოვანი მეკავშირე გახდება. სააკაშვილის ტელევიზია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით სააკაშვილის მიერ დაქირავებული ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 73%-ს მიაჩნია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, და მხოლოდ 17% მიიჩნევს ამ მიმართულებას სწორად. ანუ გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგია და რუსეთთან სრულფორმატიან პარტნიორობას უჭერს მხარს?! ლოგიკურია, რომ Edison Research-ის იმავე გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 56% 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში ხმას ქართული წარმოშობის რუსს - გრიგოლ ვაშაძეს მისცემს, და მხოლოდ 44% - ქართული წარმოშობის ფრანგ სალომე ზურაბიშვილს.

     „პროდასავლურმა“ სააკაშვილმა (მერე რა, რომ ნაძირალა და ნარკომანია!) როგორც ჩანს, გაითვალისწინა, რომ საქართველოს ტრენდი მალე დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ შეტრიალდება, ამიტომ მიშამ მისი „დაბრონვა“ გადაწყვიტა, სანამ ამას სხვები გააკეთებდნენ. ამ მიზნით მან პრეზიდენტობის კანდიდატად რუსეთუმე ვაშაძე წარადგინა და 8 რუსი პოლიტტექნოლოგი დაუქირავა ვიტალი შკლიაროვის მეთაურობით.

     რუსმა პოლიტტექნოლოგებმა (მერე რა, რომ ქართული ენა არ იციან!) ელემენტარული, მაგრამ ერთადერთი სწორი სვლა გააკეთეს: იმის გათვალისწინებით, რომ ტემპერამენტიანი ქართველების უმეტესობა გონებას ფიქრით არ იღლის და გულით კი არა, ყურებით უყვარს, მათ ვაშაძის მეტოქე სალომე ზურაბიშვილი იმ ორ ცოდვაში დაადანაშაულეს, რომლებიც თავად ვაშაძის ყველაზე სუსტი წერტილები გახლავთ: 1 - ბრალი დასდეს მას სახელმწიფო - ქართული ენის არცოდნაში, 2 - ბრალი დასდეს მას რუსეთისადმი პიეტეტში. ამგვარად, ზურაბიშვილი აიძულეს, თავი ემართლებინა. ეს კი ოპონენტის და პრეზიდენტობის კანდიდატისთვის არცთუ წარმატებული რეჟიმია ემოციური ქართველების თვალში, რომლებიც მხოლოდ პირველ მესიჯს უსმენენ! სახეზეა ბრწყინვალე შედეგი: არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ნახევარმა, ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები - 600 ათასია, ხმა ვაშაძეს მისცა.

     სინამდვილეში, 1 - თვითონ ვაშაძემ ქართული საშუალოზე უარესად იცის, ამიტომ ყოველთვის ქაღალდიდან კითხულობს: სიტყვების მწირი მარაგი აქვს, წინადადებებს არაქართულად აგებს, ამიტომ ბორძიკობს და ნერვიულობს, რასაც მისი გამუდმებით მბორგავი თითები გასცემს, რომლებითაც უმიზეზოდ ისწორებს საკინძებს;

2 - ვაშაძე თვითონაა რუსეთიდან, ის მოსკოველია იმათი რიცხვიდან, ვინც ბინაში შესვლისას ავტომატურად იხდის ფეხსაცმელს, სტუმრადაც კი, თანაც - კომკავშირული წლებიდან სსრკ КГБ-ს მიერ აღზრდილი! „ქართული ოცნების“ ვაი-პიარტექნოლოგებმა დაგვიანებით გაასაჯაროეს ფაქტები ვაშაძის საბჭოურ-რუსული ბიოგრაფიიდან - რომ ის სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში მსახურობდა და უეჭველად იყო დაკავშირებული КГБ-სთან; რომ ის რუსეთის მოქალაქე იყო და, საკუთარი აღიარებით, სინანულით თქვა უარი მოქალაქეობაზე რუსეთ-საქართველოს 08.08.08 ომიდან წელიწადზე მეტის შემდეგ, ისიც - მხოლოდ დუმის დეპუტატების საყვედურების გამო; რომ რუსეთი უყვარს, რომ რუსეთი იმ ომში დამნაშავე არ არის და აიძულეს, საბრძოლო მოქმედებები დაეწყო; რომ ის ნახევრად რუსია და რუსულ კულტურას მიეკუთვნება, ისევე, როგორც მისი მეუღლე - რუსეთის მოქალაქე, დიდი თეატრის სოლისტი ნინო ანანიაშვილი; რომ ის ამაყობს, რომ საბჭოთა დიპლომატი იყო და „დიდი სკოლა“ გაიარა; რომ ის მლიქვნელურ წერილებს სწერდა რუსეთის ფედერაციის მინისტრებს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 წლის შემდეგაც კი, და ა.შ.

     იბადება შეკითხვა: ნუთუ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეთა ერთ მეხუთედს მტკიცედ სურს პრეზიდენტად სსრკ КГБ-ს თანამშრომელი, თუმცა ყველამ იცის, რომ ამ სისტემაში ყოფილები არ არსებობენ?! თუ - კი, მაშინ ვაშაძე რაში სჭირდებათ - ბარემ პირდაპირ იგორ გიორგაძე აირჩიონ, ბოლოს და ბოლოს, გენერალ-ლეიტენანტი და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი მაინც არის! საქართველოს პრეზიდენტები იყვნენ ნაციონალისტი გამსახურდია, კომუნისტი შევარდნაძე, ფაშისტი სააკაშვილი და აფერისტი მარგველაშვილი, მაგრამ რქიანი ჩეკისტი ჯერ არ ყოფილა!

     ვიდრე ვაშაძეს ხმას მისცემს, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ გრიშა ვაშაძე სსრკ КГБ-მ გაცილებით უფრო ადრე გადაიბირა, ვიდრე საკავშირო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყებდა მუშაობას, სადაც სიმამრმა - სსრკ სახელმწიფო ბანკის გამგეობის თავმჯდომარემ, საბჭოთა კავშირის გმირმა, სსრკ უმაღლესი საბჭოსა და სკკპ ცკ-ის წევრმა ვლადიმერ ალხიმოვმა მოაწყო. 17 წლის ქუთაისელი, რომელიც არანაირი განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდა, როგორ გადავიდა 1975 წელს მოსკოვში? ვისი რეკომენდაციით მოხვდა ერთი ჩვეულებრივი ქართველი კომკავშირელი მაშინვე ქვეყნის ყველაზე ელიტურ უმაღლეს სასწავლებელში - მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში (МГИМО)? რანაირად შეაღწია უმაღლესი საბჭოთა ელიტის წრეში, რომელსაც ალხიმოვების ოჯახი მიეკუთვნებოდა?

     საქმე ისაა, რომ ალხიმოვის ქალიშვილმა ნატაშამ რომანი გააბა ცნობილ საბჭოთა პიანისტთან და დირიჟორთან ანდრეი გავრილოვთან, რომელიც, როგორც საბჭოთა ხელოვნების ბევრი წარმომადგენელი, სსრკ-ის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი და დასავლეთში გაქცევაზე ოცნებობდა. 1978 წელს გავრილოვს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა - ის დააკავეს, პასპორტი წაართვეს და გარკვეული ხნით ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი მოათავსეს, როგორც ინგლისის დაზვერვასთან კავშირში ეჭვმიტანილი. МГИМО-ს მე-2 კურსის სტუდენტი კი, სსრკ КГБ-ს გადაწყვეტილებით, იმავე 1978 წელს სასწრაფოდ დააქორწინეს ნატაშა ალხიმოვაზე. მაგრამ ნატაშას ვაშაძის ცოლობის დროსაც არ შეუწყვეტია ურთიერთობა გავრილოვთან, რომელიც მხურვალედ უყვარდა. 1985 წელს ის ქმარს ოფიციალურად გაშორდა, გავრილოვს ცოლად გაჰყვა და მასთან ერთად დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ რქიანი ვაშაძე, რომელიც თავისდაუნებურად ხელოვნების სპეციალისტი და მოსკოვის ბოჰემურ წრეებში მიღებული კაცი გახდა, ბალერინა ანანიაშვილს მიამაგრეს...

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
(გაგრძელება იქნება)