აქტუალური
საქართველო იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ასეთ დროს ყოფილი საბჭოთა დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე შესაფერისი კანდიდატურა არ არის! - ვიქტორ ბოშტინარუ

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ცდილობს, კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირთან და ასეთ დროს, პირი, რომელიც იყო საბჭოთა დიპლომატი, ბირთვული იარაღის საბჭოთა ექსპერტი და რუსეთის ელჩი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტობისთვის, – ამის შესახებ პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ, რომელმაც ევროპარლამენტში დებატებისას მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ილაპარაკა.

მისი თქმით, რუმინეთში ასეთი ბიოგრაფიის მქონე კანდიდატი ვერასდროს იქნება შესაფერისი პრეზიდენტობისთვის, ერთი მარტივი მიზეზის გამო, და ეს არის წარსული.

ევროპარლამენტში დებატებზე ვსაუბრობდი საპრეზიდენტო კანდიდატის სანდოობაზე და მორალურ მხარეზე. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, კანდიდატინაციონალური მოძრაობიდანიქნება, „ქართული ოცნებიდანთუ სხვა პოლიტიკური პარტიიდან.

პირდაპირ გეტყვით, მძულს პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებას ერთს ეუბნებიან და აკეთებენ მეორეს ანუ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საპირისპიროს. ძალიან რთულია ჩემთვის იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომ საქართველო იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ცდილობს, კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირთან და ასეთ დროს, პირი, რომელიც იყო საბჭოთა დიპლომატი, ბირთვული იარაღის საბჭოთა ექსპერტი და რუსეთის ელჩი, ასეთი ადამიანი არ ვფიქრობ, რომ შესაფერისი იქნება საქართველოს პრეზიდენტად.

აქვე ვიტყვი, რომ არაფერს ვაჭარბებთ ან ვიტყუებითეს ხომ ფაქტია. ის ხომ იყო საბჭოთა დიპლომატი, საბჭოთა ექსპერტი და რუსეთის ელჩი. მე პრობლემა მაქვს მორალურ მხარესთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, მძულს ის ადამიანები, მაგალითად, რუმინეთში, რომლებიც ერთს აკეთებენ და მეორეს ამბობენ. მე მინდა, ვიხილო ლიდერები და პოლიტიკოსები, რომლებიც იქნებიან თანმიმდევრული. პოლიტიკა არის სიმბოლიზმთან დაკავშირებული და შენ ვერ დახუჭავ თვალებს ფაქტებზე, სიმბოლიზმზე და ვერ გამიჯნავ სანდოობისგან. როგორ უნდა ენდო და როგორ უნდა გქონდეს ნდობა მსგავსი ბიოგრაფიის მიმართ. მაგალითად, რუმინეთში ასეთი ბიოგრაფიის მქონე კანდიდატი ვერასდროს იქნება შესაფერისი პრეზიდენტობისთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო და ეს არის წარსული“, – განაცხდა ევროპარლამენტარმა.

ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტში განაცხადა, რომ ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაანაციონალური მოძრაობისკანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“.