აქტუალური
აშშ-ის ელჩის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა ერთ-ერთი პირველი შეხვედრა შს მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართა

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის ახლად დანიშნულმა შემსრულებელმა როს უილსონმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი გახარიასთან შეხვედრა გამართა.

გიორგი გახარიამ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მინისტრმა გახარიამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში.

გიორგი გახარიამ როს უილსონს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

როს უილსონმა ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობის შესრულება 2018 წლის 8 ნოემბერს დაიწყო.