საზოგადოება
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ ლაპარაკობენ დაგეგმილ რევოლუციურ სცენარზე, ასეთი სცენარი მათ 2016 წელსაც ჰქონდათ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. „ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, თუმცა ისინი საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება კონკრეტულადნაცმოძრაობისლიდერების და მათი რუსი პიარტექნოლოგების ფრაზებიდან. პირდაპირ საუბრობდა რუსი შკლიაროვი იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია. ასევე, საუბრობდა სააკაშვილი იმაზე, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, მიიღებს რევოლუციას. პირდაპირ საუბრობენნაცმოძრაობისლიდერები იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა, ისინი, ბუნებრივია, საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან. ისინი ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება. რა თქმა უნდა, არის სხვა ინფორმაციაც, რომლიც არის დაკავშირებული რევოლუციურ სცენართან. რიტორიკა პირდაპირ აქეთ არის მიმართული. ყველას მინდა, მოვუწოდო, არ აყვნენ არავითარი ფორმის პროვოკაციებსნაციონალური მოძრაობისმხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.