პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ პარტიულმა ორგანიზაციამ თბილისის ყველაზე დიდ რაიონში პარტია სრული შემადგენლობით დატოვა

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპული საქართველოს ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა.

როგორც პირველ არხს ვარკეთილის ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა აკაკი ველთაურმა განუცხადა, პარტიის დატოვების მიზეზი არჩევნების მეორე ტურში ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერაა.

მე არ ვიყავინაციონალური მოძრაობისწევრი და არც მინდოდა ამ პარტიაში ყოფნა. აქედან გამომდინარე, გუნდში გვქონდა კონსულტაციები, განვიხილეთ ეს საკითხი და ერთობლივი გადაწყვეტილებით დავტოვეთ პარტიის რიგები”, – განაცხადა ველთაურმა.