პოლიტიკა
საქინფორმი - ორი მიზეზის შესახებ, რომელთა გამო საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დიდი უპირატესობით ბიძინა ივანიშვილი მოიგებს

 საქინფორმი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ანალიზის შედეგად არაერთგზის აცხადებდა, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი - შესაბამისად, კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს ივანიშვილის მმართველი პარტიაქართული ოცნება“ - ქართული წარმოშობის ფრანგი სალომე ზურაბიშვილი.

მაგრამ ზურაბიშვილი გაიმარჯვებს არა მხოლოდ ივანიშვილის მენეჯმენტის და გააქტიურებული მმართველი პარტიის წყალობით, რომლისთვისაც პირველ ტურში სულ რაღაც 15 ათასი ხმით გამარჯვება სერიოზული გაკვეთილი იყო. ამიტომ 2 წლის განმავლობაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გასამარჯვებლად,ქართულმა ოცნებამდღე-ღამეში 24 საათი უნდა იმუშაოს მრავალეროვანი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ამისთვის ივანიშვილმა თავისი გუნდის ნახევარს - . . „ახალდაძველ სახეებსუნდა უთხრას ორი სიტყვა: „დათხოვნილი რთ!“ - როგორც ამას ხშირად აკეთებს ტრამპი.

საქმე ის არის, რომ გასულ კვირას ინტერნეტში გამოჩნდა 2008 წლის ომის გარემოებათა გამოძიების კომისიის სხდომის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩვენებას იძლევა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც ხელმარჯვნივ უზის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი - ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი სააკაშვილის პარტიიდან გროგოლ ვაშაძე, ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე მეორე ტურში. იმ სხდომაზე სააკაშვილი იმეორებს, რომ სწორედ მან გასცა ბრძანება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ. არადა, ვაშაძის მთელი წინასაარჩევნო კამპანია აგებული იყო სწორედ ზურაბიშვილის დადანაშაულებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო!

ამით წერტილი დაესვა 10-წლიან ინსინუაციებს, რომ ომი, ვითომდა, რუსეთმა დაიწყო. ყველა, ვინც საპირისპიროს ამბობდა, ანუ - სიმართლეს, კრემლის აგენტად ცხადდებოდა და თავდასხმების ობიექტი ხდებოდა, ჰაიდი ტალიავინის, რიჩარდ მაილსის, ჯონ მაკკეინის და კონდოლიზა რაისის გარდა (გასაგები მიზეზების გამო).

ამომრჩეველი, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ საქმე ვაშაძესა და ზურაბიშვილში კი არ არის, მან უნდა აირჩიოს სააკაშვილის დიქტატურასთან დაბრუნებასა და, შესაძლოა, არცთუ უღრუბლო მომავალს შორის, მაგრამ რომელშიც, როგორც შევარდნაძემ განაცხადა თავის ცნობილ გამოსვლაში სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომისას, „დიქტატურა არ გავა!“. აი, ეს გახლავთ მთავარი და პირველი მიზეზი.

ხოლო მეორე მიზეზი, რომლის გამო გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ - სალომე ზურაბიშვილი - ის გახლავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უსურვა. ჯვარი გეწეროთ და გამარჯვება მოგცეთ!, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გაცილებისას ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოჯახთან ერთად საპატრიარქოს სტუმრობდა, რის თაობაზეც იუწყებოდა საქინფორმი.

2018 წლის 14 ნოემბერი