სამართალი
შუბლებს დაგიხვრეტთ! - რა შეტყობინებებს უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს და მის შვილებს სააკაშვილის კრიმინალები

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. სიცოცხლე არ გინდათ, შუბლებს დაგიხვრეტთ“, – ასეთია ერთ-ერთი შეტყობინება, რომელიც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა შვილებმა მუქარის სახით მიიღეს.

შეტყობინებების „სქრინშოთები“ პირველ არხს სალომე ზურაბიშვილის შტაბში მიაწოდეს. პირი შეტყობინებებში ზურაბიშვილსა და მის შვილებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და მიმართავს. ასევე, მოუწოდებს, საქართველო დროზე დატოვონ. არსებობს ამავე შინაარსისა და უცენზურო სიტყვების შემცველი აუდიოჩანაწერიც, რომელსაც მუქარის ავტორი სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ შვილს უგზავნის.

მუქარასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამაც ილაპარაკა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ესსქრინშოებინანახი მაქვს, აუდიოჩანაწერიც. აქ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი, შესაბამისად, ეს პირი არ არისფეიკი“, არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია“, – განაცხადა გაბუნიამ და შს სამინისტროს გამოძიებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 12 ნოემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, რათა მათ ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.

 

საქინფორმი