აქტუალური
მთავრობის გადაწყვეტილებით, 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, რისი განხორციელებაც 2013 წლიდან დაიწყო, სწორედ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და დღემდე 1634 ოჯახია ბინით უზრუნველყოფილი. დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესის დაწყებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება. 2020 წლისათვის თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ სრულად შესრულება.

ბინების გადაცემა სამ ეტაპად განხორციელდება და ეს პროცესი 2020 წლისთვის დასრულდება.