პოლიტიკა
„უნამუსო ჩათლაშკა“! - სააკაშვილის პარტიის აქტივისტმა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო იხ. აქ).

შემთხვევა სოფელ ატოცში მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს „უნამუსო ჩათლაშკა“ უწოდა.

ვიდეომასალა ლანა ღვინჯილიამ საკუთარ გვერდზეც გაავრცელა.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.