პოლიტიკა
მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ძალიან ვამაყობ ამით! – განაცხადა სააკაშვილის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ძალიან ვამაყობ ამით, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემდოიჩე ველესთანინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტ ჟანა ნემცოვას შეკითხვაზე – თქვენ და თქვენს ოპონენტს გაქვთ მსგავსებები და განსხვავებები ბიოგრაფიებში. თქვენ ორივე იყავით საგარეო საქმეთა მინისტრები სააკაშვილის დროს, ქალბატონი ზურაბიშვილი თქვენამდე. თუმცა ის ფრანგი დიპლომატია, დაიბადა საფრანგეთში, თქვენ კი საბჭოთა დიპლომატი ხართ. გაქვთ ამასთან დაკავშირებით პრობლემები? – გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მან ფანტასტიკური სკოლა გაიარა.

მე არანაირი პრობლემა მაქვს, რადგან 1958 წელს თბილისში დაბადებული ადამიანი სხვანაირი ვერ იქნება. მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ძალიან ვამაყობ ამით. მე ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახადა: ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ. მე ფანტასტიკური სკოლა გავიარე. .. ქართული ოცნება და ივანიშვილის ტელეარხები ცდილობენ, ითამაშონ ჩემს ბიოგრაფიაზე იმის თქმით, რომ მეკა-გე-ბესაგენტი ვარ, რომ მე რუსეთის გავლენის აგენტი ვარ. ეს არ მუშაობს“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეკითხვაზე – თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, როგორ რეაქციას ელოდება რუსეთის მთავრობისგან? - გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ რუსეთთან ბრძოლაში მან წარმატებას უკვე მიაღწია. მე ცხოვრების ხუთი წელი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შევწირე და წარმატებას მივაღწიე, რადგან რუსეთი ვენესუელის, სირიის, ნიკარაგუის სამარცხვინო კომპანიაში დავტოვე“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე – აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასქართული რეგიონების მომავლის განსახილველად? – გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ არ აპირებს.

არა, რადგან მე არ ვიცი, როგორი იქნება კრემლის რეაქცია. ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ქვეყანაზე. საქართველომ თავისი დამოუკიდებლობით რუსეთს კავკასიაში სტრატეგიული როლი წაართვა, რუსეთი კი იბრძვის მის დასაბრუნებლად. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ოკუპირებული რეგიონები რუსეთის პრობლემის გადაწყვეტილება არ არის. ისინი ჰგავს ჩანთას სახელურის გარეშე, რომელსაც ვერ გადააგდებ, რადგან სირცხვილია და თან ვერ წაიღებ. თქვენ მხოლოდ ამაზე ფულს ხარჯავთ. ასე რომ, არ ვიცი, როგორი იქნება კრემლის რეაქცია. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.