აქტუალური
საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ვალუტის კურსის გამყარება, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამაში პარლამენტიც იქნება ჩართული თავისი კომპეტენციის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება.
„გვექნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან, რათა ეს საკითხი მოწესრიგდეს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა.
„საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს, რაც წერია კონსტიტუციაში”, – განაცხადა კობახიძემ.