სამართალი
7 ნოემბერს, ამ სიმბოლურ დღეს, შევიკრიბოთ რუსთაველის თეატრში, არ დავუშვათ ბნელი წარსულის დაბრუნება!

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საზოგადოება მე ვიცავ თავისუფლებას მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 7 ნოემბერს, სიმბოლურ დღეს, რუსთაველის თეატრში შეკრება იგეგმება. მიმართვის ხელმომწერების განცხადებით, შეკრებაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

საქართველოს ყველა მოქალაქეს!

დღეს, თითოეული ჩვენგანი დგას რეალობის წინაშე, როდესაცსააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება.

ამიტომ, ყველა, ვინც ვაცნობიერებთ ამ საფრთხესვალდებული ვართ, დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა საფუძვლიანი პრეტენზია და დავიცვათ ჩვენი მთავარი მონაპოვარითავისუფლება.

სწორედ ამიტომ, 7 ნოემბერს, ამ სიმბოლურ დღეს, 14:00 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის თეატრში, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ერისსაბოლოო გამარჯვებას ბოროტებაზე, არა ძალადობით, ტერორით, ტყუილითა და დაშინებით, არამედსაარჩევნო ყუთთან, ჩვენი მთავარი იარაღითამომრჩევლის ხმით.

არ დავუშვათ ბნელი წარსულის დაბრუნება!

მე ვიცავ თავისუფლებას!“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: დავით მაღრაძე, კოკა გუნცაძე, გიორგი ხაინდრავა, კოტე ჯანდიერი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ბათიაშვილი, თამაზ ჯოლოგუა, ირაკლი მეძმარიაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მამუკა მიქელაძე, თემურ ნანეიშვილი, დაჩი ცაგურია, ვანო კიღურაძე, ქეთი დუმბაძე, დავით უჯმაჯურიძე, თაზო გამცემლიძე, ზაზა შათირიშვილი, გიორგი ზერეკიძე, ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი აბდალაძე, აკა დუმბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, გია გაბრიჭიძე, ლევან ჯაფარიძე, ქეთი ჟორჟოლიანი, ნუცა აბაშიძე, ნინო ჭანტურია, სერგი შუღაროვი, ლევან კობალაძე, ლევან მაჭარაშვილი, მალხაზ თოფურია, თემურ რადიანი, ირაკლი ჭანტურია, კობა დავითაშვილი, გიორგი უძილაური, კობა გოცირიძე, გოჩა გუგუნავა, ლაშა გიორგაძე, თამარ სანოძე, ირაკლი ყაჭიური, თეა გაბადაძე, ნინო სუთიძე, რომა შაქარიშვილი.