იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წაგების შემდეგ მიხვდნენ, რომ მე-2 ტურში გასამარჯვებლად „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისათვის, მათ შორის - არაქართველი ეროვნების მოქალაქეებისთვის ღია პარტია უნდა გახდეს, და არა მილიონერი ჩინოვნიკების ელიტური VIP-კლუბი. “მდინარის გადალახვა ფეხის დაუსველებლად” დღეს უკვე აღარ გამოვა - მათ მოუწევთ პლებსისთვის ხელის ჩამორთმევა და უბრალო ადამიანების პრეტენზიების მოსმენა, ამისთვის კი, პირველ რიგში, უნდა გაიხსნას:
1. გაიხსნას კომენტარებისთვის, პუბლიკაციებისთვის და შეტყობინებებისთვის ბიძინა ივანიშვილის ორი გვერდი Facebook-ში:
Bidzina Ivanishvili & Media ကို နှစ်သက်ကြသည့် သူငယ်ချင်းများ
2. გაიხსნას სულ ცოტა ორი საარჩევნო უბანი რუსეთის ფედერაციაში - მოსკოვში და რუსეთის სამხრეთში, სადაც რამდენიმე ასეული ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც საშოვარზე გაემგზავრნენ პრეზიდენტების - გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს.
3. გაიხსნას საზოგადოებისთვის სააკაშვილის ორი დანაშაული - პრემიერ ჟვანიას და მილიარდერ პატარკაციშვილის შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა გამოძიება დიდი ხანია, დამთავრებულია.
თუკი ზემოთ მითითებული სამი რეკომენდაცია მიღებული იქნება, მმართველი პარტია ჩვენგან რჩევების ახალ პაკეტს მიიღებს - მაგალითად, რატომ დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“ პოპულარობა საქართველოს მოსახლეობის ერთ მესამედს - სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, ვინ უწევს აგიტაციას ეროვნულ უმცირესობებს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ და როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ვითარება.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 6 ნოემბერი
საქართველო, თბილისი