საზოგადოება
ეს რუსული ნარატივია! - მინისტრმა იზორიამ, თავდაცვის სამინისტროში წესრიგის დამყარების ნაცვლად, რუსეთი და სააკაშვილი ერთობლივ ძირგამომთხრელ მოქმედებაში დაადანაშაულა - საქინფორმი

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. „ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება ის, რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოს ბატონი ბოლტონი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება. პირიქით, რეალურად და სინამდვილეში ბატონმა ბოლტონმა კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების მიმართ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ლაპარაკია ინგლისურენოვან რესურს ReportBlog-ის პუბლიკაციაზე, რომელიც სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მისი რეჟიმის ბევრ დანაშაულში გარეულმა კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ გაავრცელა. პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა საქართველოში ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტის დროს, ვითომდა, მკაცრად გააფრთხილა ხელისუფლება - არავითარ შემთხვევაში არ გადასცენ აშშ-ში შეძენილი „ჯაველინები“ რუსეთის ფედერაციას. „აი, რა საფრთხე დაინახა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში პრორუსული, მოღალატე ხელისუფლებაა, ისეთივე, როგორი პრეზიდენტობის კანდიდატიც შემოგვთავაზა!“, - კომენტარს უკეთებს ზემოაღნიშნულ პუბლიკაციას ნიკა რურუა.

ლევან იზორიას თქმით, ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთში აზიარებს იმის მაგივრად, რომ გამოიკვეთოს სტრატეგიული ხაზი, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ ადეკვატური რეაქცია უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი, პირიქით, ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იყოს აღქმული განსაკუთრებით კი, შეიარაღებული ძალებისთვის. ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია იმისათვის, რომ მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების მიმართ, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელების თვალსაზრისით. მე შემიძლია პირიქით ვთქვა, ყოველ წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა, ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით აშშ-სთან წელს არის უფრო წინწასული, ვიდრე ეს შარშან იყო. შარშან ითქვა, რომ ეს არის ურთიერთობა, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა. მე გარწმუნებთ, რომ მომავალ წლებში ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს, მათ შორის, სიმბოლურად, როდესაც აშშ-ის არმიის ასეული პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენი სამხედრო ინსფრასტრუქტურის ფარგლებში გაიწვრთნება, საფუძველს გვაძლევს, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ჩვენი ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოს“.

აი, როგორ აბსურდამდე დაეშვნენ ქართველი პოლიტიკოსები პარანოიდული რუსოფობიის მორიგი შეტევისას, რისი ურთიერთდაბრალებაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა! თუმცა, იზორიას გაგება შეიძლება - გასულ კვირას სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მისი უზარმაზარი საკუთარი სახლი აჩვენა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზების პირადმა შემადგენლობამ ხმა მისცა ოპოზიციის კანდიდატს სააკაშვილის პარტიიდან გრიგოლ ვაშაძეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა და მათი მინისტრით სამხედრო მოსამსახურეების უკმაყოფილებაზე მიუთითებს.