საზოგადოება
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაშაძე და რუსეთი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში! - გიორგი კახიანი

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაშაძე და რუსეთი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

განცხადება იყო დროული, მისი პათოსი არის ძალიან მისასალმებელი. რუსეთისა და პრორუსული ძალის წარმომადგენელს ჩვენ ხელისუფლებას არ ჩავუგდებთ. ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაშაძე და რუსეთი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

მთელი დღის განმავლობაშინაციონალური მოძრაობისპროპაგანდისტული მანქანა ავრცელებდა ჭორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. მე ვიტყოდი, რომ კომიკურ მდგომარეობაში იყენებენ თავს ასეთი აზრის დაშვების შემთხვევაში. ბრძოლა გრძელდება, მოტივაცია ჩემთვისაც პირადად და ჩემი გუნდისთვის გაათმაგებულია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მზად არის მეორე ტურისთვის და ბრძოლისთვის.