პოლიტიკა
საქართველოს ნატოში შესვლის შემთხვევაში რუსეთს სოჭის მახლობლად თავდაცვითი სარტყელის შექმნა მოუწევს - ანდრეი კელინი

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. სადისკუსიო კლუბ „ვალდაიში“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთოევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეი კელინმა განმარტა, როგორ დაიცავს თავს რუსეთი, თუკი უკრაინა და საქართველო ნატოში გაწევრიანდებიან: „ჩვენთვის ეს კოლოსალური სამხედრო და ეკონომიკური პრობლემა იქნება, მოგვიწევს, ჩვენი დღევანდელი მესამე დედაქალაქის - სოჭის მახლობლად თავდაცვითი სარტყელი შევქმნათ“.

„ყველაფერი ტრადიციული: С-300, С-400, „ისკანდერები“, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, ავიაციის დამატებითი ძალები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, სწრაფი რეაგირების ძალების განლაგება“, - მოუთხრო „კომსომოლსკაია პრავდას“ სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრე ჟილინმა, - ეს ყველაფერი იმას ჰგავს, რაც დასავლეთ საზღვარზე გავაკეთეთ, სადაც თავდაცვით დანადგარებს განვათავსებთ. ეს ძალზე ძვირად ღირებული და შეზღუდულად ეფექტიანი საქმეა. უკრაინასა და საქართველოში ხომ, თუ ისინი ნატოში შევლენ, ამერიკული დარტყმითი დანადგარები განლაგდება“.