საზოგადოება
„ქართული ოცნების" ეგზიტპოლი: ზურაბიშვილი - 52,3%, ვაშაძე - 28,1%. ბაქრაძე - 9,2%

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში გაიმარჯვა.

კობახიძის თქმით, შედეგები ასეთია:

სალომე ზურაბიშვილი - 52,3 %

გრიგოლ ვაშაძე - 28,1%

დავით ბაქრაძე - 9,1%

ქართული ოცნების" დაკვეთით ეგზიტპოლი ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ამ კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა.