უცხოეთი
ესპანეთის პოლიციამ ნარკოტიკების გადაზიდვაში ბრალდებული ათი პირი დააკავა, მათ შორის ერთი ქართველია

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ესპანეთის პოლიციამ ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების ათი წევრი დააკავა.

როგორც სამართალდამცველები იუწყებიან, ატლანტიკის ოკეანეში მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი გააჩერეს, რომელზეც 1400 კილოგრამი კოკაინი აღმოჩნდა. დაკავებული ათი პირიდან მათ 7 თურქი, ერთი ქართველი, ერთი უკრაინელი და ერთი კი, ბულგარელია. როგორც პოლიციელები აცხადებენ, გემი თურქეთიდან სამხრეთ ამერიკისა სანაპიროებისკენ მიცურავდა, თუმცა არც ერთ პორტში არ შესულა, შემდეგ კი გეზი ევროპისკენ აიღო.

ამჟამად გემი ლას პალმასის სამხედრო ბაზაზე არის გადაყვანილი.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, გემზე სამართალდამცავებმა წყალში გადასაყრელად გამზადებული 41 კონტეინერი აღმოაჩინეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ დაკავებული პირები თურქული მაფიის წევრები არიან, რომლებიც ევროპაში ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვაში და ვაჭრობაში არიან ჩართულები.

საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავება ესპანეთის პოლიციამ აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადამინისტრაციასთან თანამშრომლობით შეძლო. ესპანეთის პოლიციაში ამბობენ, რომ მხოლოდ წელს შვიდი გემი დააკავეს, რომლითაც 15 ტონა კოკაინი გადაჰქონდათ.

1tv.ge