პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლური პროპაგანდისთვის ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველის საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბე რუდმა მიმართეს.

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძე წარადგინა. ღონისძიებას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

18-თვიანი პროექტის დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება. პროექტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები შეიტყობენ უფრო მეტს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონულ ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონულ ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონულ ბიურო გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონული მედიაორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

პროექტს განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპსაინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებაშშ- სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ- საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.