უცხოეთი
რუსეთი აშშ-ს, საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, საპასუხო ზომებით ემუქრება

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს, „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, საპასუხო ზომებით ემუქრება.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან რუსეთის მიმართ წაყენებული ბრალდებები გამოგონილია. მოსკოვში ამბობენ, რომ საპასუხო ზომების მისაღებად მზად არიან.

აშშ-ის ლიდერმა ნევადაში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი უკვე წლებია, არღვევს 1987 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რაც მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტების განადგურებას ითვალისწინებს. ტრამპის თქმით, აშშ-ი ამ შეთანხმებიდან გასვლას აპირებს.

ტრამპის განცხადებას მხარი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გვენ უილიამსონმა დაუჭირა. მისი თქმით, რუსეთი ამ შეთანხმებას არასერიოზულად ეპყრობა.

1tv.ge