რედაქტორისგან
სააკაშვილმა ვერ მოწამლა პატარკაციშვილი თბილისში, მაგრამ მოწამლა ლონდონში დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით! - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის ტელეარხები, რომლებიც გასულ კვირას საქინფორმის მთავარ რედაქტორს ურეკავდნენ, კომენტარს სთხოვდნენ მას საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით ოლიგარქ ბადრი პატაკაციშვილის მკვლელობის მცდელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით. ტექნიკური მიზეზების გამო ტელეინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა, ამიტომ დღეს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს გამოვტოვებთ და ვაქვეყნებთ მთავარს იქიდან, რის თქმასაც აპირებდა არნო ხიდირბეგიშვილი რუსი ჟურნალისტებისთვის:

     „მინდა შევახსენო ანგლოსექსებს, რომლებიც პერმანენტულად ადანაშაულებენ რუსეთს - ხან ლიტვინენკოს მოწამვლაში, ხან სკრიპალის მოწამვლაში, ხან - სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში:

     არაპატივცემულო სერებო!

     შემთხვევით, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ სწორედ თქვენთან, ნისლიან ალბიონზე, დღემდე ბუნდოვან გარემოებებში დაიღუპნენ ოლიგარქები ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, ბენდუქიძე? განა ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ეს იყო განსაკუთრებული შხამი, რომელიც არ ტოვებს კვალს, მაგრამ ტოვებს გულის იშემიური დაავადებისაგან ბუნებრივი სიკვდილის შთაბეჭდილებას?! ასეთი შხამის დასამზადებლად აუცილებელია მაღალი ტექნოლოგიები, რომლებსაც ფლობს ლონდონიდან 12 კილომეტრის დაშორებით პორტონ-დაუნის ბიოლოგიური ლაბორატორია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მოსკოვი შეშფოთებულია 2011 წელს გახსნილი ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობით თბილისიდან 12 კილომეტრის დაშორებით. 2005-2008 წლებში კი საქართველოში ასეთი ტექნოლოგიები არ არსებობდა, ამიტომ პრემიერი ჟვანია პრიმიტიულად „გაზით გაგედეს“, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია კი პროფესიულად გადაწყვიტეს - დიდ ბრიტანეთში, პორტონ-დაუნის ლაბორატორიის მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, სადაც ნებისმიერი შეუძლიათ, დაუნად აქციონ!

     პატარკაციშვილის სიკვდილთან დიდი ბრიტანეთის კავშირის შესახებ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ პატარკაციშვილის და მასთან ლონდონის მახლობლად ლეზერჰედში ჩასული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას საუბრის საიდუმლო აუდიოჩანაწერი ბრიტანეთის სპეცსამსახურების - სავარაუდოდ, ინგლისის კონტრდაზვერვის МI 5-ის სანქციით განხორციელდა, კოლეგების თხოვნით ამერიკის CIA-დან. ვაშინგტონის მაშინდელი ადმინისტრაცია და ამერიკული სპეცსამსახურები დაინტერესებული იყვნენ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - მათი მარიონეტისა და აგენტის, მოქმედი პრეზიდენტი სააკაშვილის მთავარი კონკურენტის - ბადრი პატარკაციშვილის დისკრედიტაციასა და ლიკვიდაციაში.

     ისტერიულ მხდალსა და გაიძვერა ნარკომან სააკაშვილს პანიკურად ეშინოდა რეალური კონკურენტების, ამიტომ მისი ბრძანებით ლიკვიდირებული იქნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ბადრი პატარკაციშვილი, აი, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოკვლა კი ვერ მოახერხა, თუმცა ამის მცდელობა არაერთხელ იყო!

     2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი ძალები, ქართული არმიის ქვედანაყოფების მხარდაჭერით, მიმართული იქნა თბილისში ანტისამთავრობო მიტინგის დასარბევად, რომელსაც მხარი დაუჭირა პატარკაციშვილმა. ჩვეულებრივის გარდა, ფსიქოტრონული იარაღით და სპეცტექნიკით აღჭურვილი ნიღბიანი სამართალდამცველები და სამხედროები მთელ რუსთაველის პროსპექტზე სკანდირებდნენ: „ბადრის რა?!“ - და პასუხად დედის გინებას. იმავე დღეს ჩატარდა სასტიკი დამსჯელი ოპერაცია პატარკაციშვილის ტელეკომპანია „იმედის“ დასარბევად.

     ოპერაციას ხელმძღვანელობდა ზემოთ ხსენებული ერეკლე კოდუა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, დეკემბერში ლონდონში ჩაფრინდა პატარკაციშვილთან, ფინჯან ინგლისურ ჩაიზე დაეწვია და მარცხენა ფეხსაცმლის ქუსლში დამალული რადიომიკროფონის საშუალებით ჩაიწერა მასთან საუბარი. ამ საუბრის დროს პატარკაციშვილი კოდუას 100 მილიონი დოლარის სანაცვლოდ საქართველოში ხელისუფლების დამხობას და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაციას სთავაზობს. ეს ჩანაწერი საქართველოში იქნა ჩამოტანილი და ის სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა გაასაჯაროვა. პატარკაციშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სახელმწიფო გადატრიალების და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ჩაიში შერეულმა საწამლავმა ის მაშინვე კი არა, თვე-ნახევრის შემდეგ მოკლა, კოდუას კი დასავლეთში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს და ის დღეს არხეინად ცხოვრობს ევროპაში!

     მაშ ასე, თბილისში პატარკაციშვილის მოწამვლა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ამჟამად დაპატიმრებულმა ყოფილმა თანამშრომლებმა დათა ახალაიას (ისიც ევროპაში ემალება ქართულ მართლმსაჯულებას) ხელმძღვანელობით მაშინ ვერ შეძლეს, მაგრამ ერეკლე კოდუა (სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე საშინელი დანაშაულების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი ძმებთან დათა და ბაჩო ახალაიებთან და მაშინდელ შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად) ბადრის ლონდონში დაეწია, სადაც მას წინასწარ გადასცეს საწამლავი „ინტელიგენტური სერვისის“ (Intelligence Service) თანამშრომლებმა. კოდუამ შხამი მარჯვენა ფეხსაცმლის ქუსლში დამალა, რადგანაც მარცხენაში, როგორც უკვე ვთქვი, გადამცემი მიკროფონი ჰქონდა დამალული. მიმღები აპარატურა კი - ინგლისის დაზბერვის ავტომობილში იყო დამონტაჟბული.

     პატარკაციშვილის სიკვდილთან ერთად დიდი უსიამოვნებები დაეწყო მის პარტნიორს - მედიამაგნატ რუპერტ მერდოკს, რომელსაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა პატარკაციშვილთან მეგობრობა ვერ აპატიეს!“.