საზოგადოება
თბილისის მერის განცხადების შემდეგ სააკაშვილის პარტიამ დედაქალაქში 19, 20 და 21 ოქტომბერს „100-ათასიანი“ წინასაარჩევნო აქციების გამართვა გადაიფიქრა

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში მათ მიერ დაგეგმილი აქცია გადაიდო. უდუმაშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ დღეებში დასავლეთ საქართველოში იქნება.

წინასაარჩევნო პერიოდში, ბუნებრივია, გეგმები იცვლება იმის მიხედვით, სად არის უფრო მნიშვნელოვანი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს. ამ პერიოდში, ახლა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, პრეზიდენტობის კანდიდატი დასავლეთ საქართველოში ჩასულიყო. ამიტომ 19, 20 და 21 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე მთლიანად დასავლეთ საქართველოში იმყოფებასამეგრელოში, იმერეთში და აჭარაში მართავს ძალიან დიდ შეხვედრებს. ამ შეხვედრების გამო გადაიდო ის აქცია, რომელიც იგეგმებოდა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახ კალაძემ განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 25 სექტემბერს მიმართა მერიას, რომ 2018 წლის 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წინასაარჩევნო მსვლელობას გეგმავდა. ჩვენს ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ მიმართულებით პრობლემა არ არის და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. თუ გზის გადაკეტვის საჭიროება იქნა, გადაიკეტება“,განაცხადა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია მოაწყოს.