სამართალი
„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი კახა კახიშვილზე, ლალი მოროშკინაზე და ვინმე მიშას დაბრედვაზე ლაპარაკობს

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი საუბრობენ.

აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი ახსენებს სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ კახა კახიშვილს, ასევე ლალი როშკინას.

დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრ კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი, მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან ...ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორემ შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში, ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდაზეტშიმეთქი დაკახი, კახიდა რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქომეგასაქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო...“, – ამბობს მირზა სუბელიანი.

გარდა ამისა, აუდიოჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ მზად არის, „მიშა დაბრიდოს“.

ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ, ძმაო, გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი-ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე“, – ამბობს მირზა სუბელიანი.