საზოგადოება
მარია ზახაროვამ ჟურნალისტებთან ილაპარაკა თავის უდიდეს სურვილზე, ჩამოვიდეს საქართველოში, სადაც აქტიურად ვითარდება ტურიზმი

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებთან ილაპარაკა თავის უდიდეს სურვილზე, ჩამოვიდეს საქართველოში, სადაც აქტიურად ვითარდება ტურიზმი.

იმდენი მეგობარი მყავს საქართველოში, ისინი მეპატიჟებიან და მეც ძალიან მინდა ჩამოსვლა. ისინი ჩამოდიან აქ, კარგი ურთიერთობები გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ ეს ოდესღაც მოხდება. ონლაინ ან მოსკოვში ურთიერთობა, ძალიან ლამაზ ქალაქშიეს საოცრებაა, მაგრამ იმდენი რამ მსმენია საქართველოს შესახებ, სულ ვიგებ, რამდენი რამ გაკეთდა ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, რა არის და როგორია თბილისი“, – თქვა ზახაროვამ.

მან ასევე ილაპარაკა თავის თანამშრომლებზე, რომლებმაც მოასწრეს საქართველოში ყოფნა.

საიდუმლოდ გეტყვითჩემი ყველა კოლეგა, დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ნამყოფია საქართველოში. ჩამოაქვთ ფოტოები, წარმოუდგენლად მშურს. მინდა ამის რეალიზება, იმედი მაქვს, გამოვა“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ამ სიტყვებით დაასრულა ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისი–ტალინი–კიშინიოვი.

რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ჩამოდიან საქართველოში. მიმდინარე წლის ცხრა თვეში ქვეყანას რუსეთიდან 1 მილიონ ვიზიტორზე მეტი ეწვია. სულ საზღვარი უცხოელებმა 6,8 მილიონჯერ გადაკვეთეს. ტურიზმის ზრდამ რუსეთიდან საქართველოში, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, თითქმის 23% შეადგინა.