პოლიტიკა
აშშ პოსტსაბჭოთა სივრცეში აკეთებს იმას, რასაც თავის ქვეყანაში არასდროს გააკეთებს - მარია ზახაროვა საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ–მა პოსტსაბჭოთა სივრცე აქცია პლაცდარმად ექსპერიმენტებისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვიდეოხიდის მოსკოვითბილისიტალინიკიშინიოვი მიმდინარეობისას, როდესაც პასუხობდა კითხვას თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შესახებ.

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აჟიოტაჟი მოსკოვში 11 სექტემბერს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადების შემდეგ დაიწყო. მან გამოაქვეყნა რაღაც დოკუმენტები და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გამოიძიოს ამ ლაბორატორიის საქმიანობა, სადაც, მისი თქმით, შესაძლოა, ადამიანებზე ტარდებოდეს ექსპერიმენტები, რომლებიც ლეტალური შედეგებით მთავრდება. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლაბორატორიას ბიოლოგიური საფრთხის მუდმივი წყარო უწოდა.

მშვენივრად გვესმის, რომ, სამწუხაროდ, ბოლო 25 წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცე ბევრ რამეში პლაცდარმი გახდა სხვადასხვა ადამიანისთვის, რომლებიც არასდროს მიეკუთვნებოდნენ ჩვენს საერთო სივრცეს, ჩვენს სამყაროს ამა თუ იმ ისტორიულ მონაკვეთში. და ეს ადამიანებიყველამ კარგად ვიცით, ამ ეტაპზე მშვენივრად გვესმის, რა ლაბორატორიაზეა საუბარი, ვინ დგას მის უკან, და მის უკან დგანან ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებითავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ ისეთი რამეები, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში, ვფიქრობ, ასე თავისუფლად ვერც ერთ შტატში ვერ გააკეთებდნენ“, – განაცხადა ზახაროვამ.

ლუგარის ლაბორატორიის გარშემო ატეხილი სკანდალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ საქართველოში მიიღეს ამ სამეცნიერო დაწესებულების კარის გაღების გადაწყვეტილება ჟურნალისტებისთვის, მათ შორისრუსეთიდან – Sputnik–ის, რუსეთის პირველი არხისა და РИА Новости– წარმომადგენლებისთვის. მასმედიის წარმომადგენლებმა ობიექტი 5 ოქტომბერს დაათვალიერეს, მაგრამ ყველაფრის გადაღების უფლება არ მისცეს.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განმარტა, რომ ტელე- და ფოტოგადაღება მიკროორგანიზმების, ვირუსებისა და შტამების უსაფრთხოების მიზნით იზღუდება და Sputnik-საქართველოს ჟურნალისტებს მინის მიღმა გამოფენილი სინჯარების მხოლოდ შორიდან დანახვის უფლება მისცა.