საზოგადოება
უკრაინელმა პარლამენტარებმა კიევის რეჟიმის საყოველთაო რუსოფობიის სურათი დაარღვიეს, როდესაც „უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ“ ახალი სკანდალური კანონის მიუხედავადაც კი, „მოვეზე“ ლაპარაკზე უარი განაცხადეს

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ გამოცემა „იზვესტია“ იუწყება.

ეს ინიციატივა ოპოზიციური ბლოკის დეპუტატების ევგენი ბალიცკისა და ტატიანა ბახტეევასგან მოდის, რომლებმაც რუსულს მშობლიური ენა უწოდეს, რომლის გამოყენებასაც გააგრძელებენ, თუმცა უკრაინულიც კარგად იციან.

სახალხო დეპუტატები, აგრეთვე, ხაზს უსვამენ, რომ ახალი ნაციონალისტური კანონმდებლობა ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების აშკარა დარღვევაა.

ბალიცკიმ დასძინა, რომ ის, როგორც ოფიცერი, მზადაა, დეპუტატის მანდატსაც კი დაემშვიდობოს, მაგრამ თავის პრინციპზე უარს არ იტყვის. „ბაბუაჩემი 1945 წლის 9 მაისს დაიღუპა - უკანასკნელი ნაძირალა ვიქნები, თუკი ყველა იდეალს ვუღალატებ, რომლებითაც ის ცხოვრობდა, და დავნებდები“, - განაცხადა პარლამენტარმა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭი უყარა გახმაურებული ნაციონალისტური ენობრივი კანონპროექტის საფუძვლად მიღებას, რომელიც უკრაინულ ენას ერთადერთ ოფიციალურ ენად განსაზღვრავს და რუსულის გამოყენებას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში კრძალავს.