აქტუალური
სწორედ მე მივეცი უკრაინას დარტყმითი შეიარაღება, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ობამა კი მათ ბალიშებს და საბნებს უგზავნიდა! - დონალდ ტრამპი

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდ სიხისტეს იჩენს“ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინის მიმართ. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა ტელეარხ CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც გასულ კვირა დღეს გავიდა ეთერში.

ჟურნალისტმა ჰკითხა ტრამპს - რატომ ერიდება ის რუსეთის პრეზიდენტის მისამართით კრიტიკას. თქვენ არ იცით, რის შესახებ ველაპარაკე პუტინს პრესკონფერენციის წინ შეხვედრაზე, - უპასუხა თეთრი სახლის ბინადარმა, - სწორედ მე მივეცი უკრაინას დარტყმითი შეიარაღება, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები“, - დასძინა ტრამპმა და აღნიშნა, რომ მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ არ ისურვა ამ ნაბიჯის გადადგმა, აგრეთვე მათ (რუსეთს) უკრაინის ნაწილი მისცა“. „ვფიქრობ, მე უფრო მეტ სიხისტეს ვიჩენ პირადად მის მიმართ, - აღნიშნა ტრამპმა პუტინზე საუბრისას, - ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ეს ძალიან ხისტი შეხვედრა იყო, და ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა“.

პუტინის და ტრამპის შეხვედრა ჰელსინკიში გაიმართა 2018 წლის 16 ივლისს. რუსეთის ლიდერმა მაღალი შეფასება მისცა ამ სამიტის შედეგებს, თუმცა, აღნიშნა, რომ მასზე ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა პრობლემის გადაწყვეტის იმედი არავის ჰქონდა.