სამართალი
საქართველოში საარჩევნო კამპანიისას დემონიზაციას მიმართავენ და ერთმანეთს მოღალატეობას აბრალებენ, მიაჩნია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კენტმა იმ გამოწვევებზე ილაპარაკა, რომლებიც საქართველოში არჩევნებს თან ახლავს.

„არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული გამოწვევები ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკაშიც არსებობს, რადგან ჩვენ ბევრი სხვადასხვანაირი საარჩევნო სისტემა გვაქვს. ასევე, შემდგომ უკვე ურთიერთობა კანდიდატებს შორის. ბოლო დღეების განმავლობაში, რაც მოვისმინე, იყო გარკვეული პრობლემები იმ ენის გამოყენებაში, რაც კამპანიაში ხდებოდა. ბოლო სამი წელი უკრაინაში ვმსახურობდი და შემიძლია ვთქვა, რომ იგივე ტრენდი იყო. დემონიზების შემთხვევები ხშირად იყო, როდესაც ერთმანეთს მოღალატეობას და .. აბრალებდნენ. ამ ორივე ქვეყანაშისაქართველოში და უკრაინაში განიცადეს რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე და მათი ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნებში პოლიტიკური კანდიდატები უფრო მეტად უნდა კონცენტრირდნენ ქვეყნის დადებით თვისებაზე და გაითავისონ ის, რომ რეალური მოწინააღმდეგე არის სხვა და არა ქართველი“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა.