საზოგადოება
ბესარიონ აპლია: კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება უკრაინაში ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ უგუნურია და ამერიკელებისა და ევროპელების მიერ არის ინსპირირებული („რია ნოვოსტი“)

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. მეთაური მსოფლიო პატრიარქს უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებს. ბესარიონ აპლიამ პატრიარქი ბართოლომეოსი რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრაში დაადანაშაულა.

სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აპლიამ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას უგუნური უწოდა და აღნიშნა, რომ მათ უკან, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი დგას.

აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. მეთაურის თქმით, ამ კონფლიქტში აფხაზეთი მოსკოვსა და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს.

"ჩვენ, აფხაზები, კირილზე ვლაპარაკობთ, როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცველზე. ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობის სიმართლეს, სიმართლე კი - რუსეთის მხარესაა, - აცხადებს ბესარიონ აპლია.