აქტუალური
მარიხუანას ლეგალიზაცია და რუსეთთან კავშირში ბრალდებები - როგორც წინასაარჩევნო ბრძოლის მთავარი მეთოდები საქართველოში - საქინფორმი

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში 28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 16 დღე დარჩა და ამასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიამ საკმაოდ ორიგინალური ფორმები მიიღო. თუკი დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა მთავარი მეთოდიკრემლის პოლიტიკასთან ფარულ კავშირში“ - .. „პრორუსულობაშიურთიერთბრალდებები იყო, ფინიშის ხაზზე ამას დაემატა სპეკულაცია საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტისადმი სიმპათია-ანტიპათიასთან დაკავშირებით. ამ კანონპროექტის განხილვა, როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს პარლამენტში შეჩერებულია, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და, აგრეთვე, ბევრი პოლიტიკური პარტია პარლამენტიდან მის საერთოდ გაწვევას მოითხოვენ.

მაგალითად, გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიას ეხმაურება. კერძოდ, მათ მიერ კანაფის მოყვანასა და ექსპორტთან დაკავშირებით გამოთქმულ უარყოფით განცხადებებს.

ჯაფარიძე წერს, რომ ენმ- საარჩევნო დროშად კანაფის თემა აქცია“ .

იდეებისგან სრულიად დაცლილმა და დაღმართზე ტემპაკრეფილმა პარტიამ გადაწყვიტა, ამ თემით მოახდინოს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და საპატრიარქოსთან ჩახუტება -„კონსტიტუციაში ჩაიწეროს“, „კანაფის რესპუბლიკა“, “დემოგრაფია““, – წერს ჯაფარიძე და დასძენს, რომ ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად აქვს მოწეული, თან არაერთხელ.

იმ ორი წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, არაერთი პოლიტსაბჭოს წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად (ვაძლევდით ან ვაწევინებდით ცხადია). რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და სავარაუდოდ დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის (აქეთაც გვაწევინებდნენ) ეგეთი ხალხი არიანძალაუფლების ხელში ჩაგდების გულისთვის მზად არიან, საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდანპედოფილისდაძახება აიტანონ. მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და იბაზრონ კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე“, – აცხადებს „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი.