პოლიტიკა
ესტონეთი, ლატვია და ლიტვა შედარებით ევროპულ კეთილდღეობას, საუკეთესო შემთხვევაში, XXI საუკუნის ბოლოსთვის მიაღწევენ, და ესეც საკითხავია - SEB

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ასეთია შვედეთის უმსხვილესი ბანკის Skandinaviska Enskilda Banken (SEB)-ის წარმომადგენელთა დასკვნა, ბანკისა, რომელიც ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში ინვესტირებას ახდენს. ამ ბანკის ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ბალტიისპირეთის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს რამდენიმე ათწლეული ან, „შესაძლოა, რამდენიმე თაობაც კი“ დასჭირდეთ იმისთვის, რომ ევროპის ჩრდილოეთი ქვეყნების - მაგალითად, ფინეთის და შვედეთის - კეთილდღეობის დონეს მიაღწიონ (ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე წარმატებულ ქვეყანაზე - ნორვეგიაზე - ლაპარაკიც არ არის). ბალტიისპირელები „როგორც ევროპა“ მხოლოდ XXI საუკუნის ბოლოსთვის გახდებიან, და ესეც სათუოა. წყეული საბჭოთა წარსულის ბორკილების მოშორების შემდეგ აქ ეკონომიკა თითქმის აღარ დარჩა (დაწვრილებით წაიკითხეთ აქ).

ლიტვა, ესტონეთი და ლატვია რიცხობრივად განუხრელად მცირდებიან. ამ ქვეყნების ადგილობრივი ეთნოსებიც და რუსულად მოლაპარაკე მოქალაქეებიც ინგლისში, ირლანდიაში, გერმანიაში, შვედეთში, ფინეთში გარბიან. ლიტველები და ლატვიელები ინგლისური ან გერმანული ევროპის ნაწილი ხდებიან და თანდათანობით შორდებიან სამშობლოს. ევროპიდან კი თანამედროვე გენდერული ტენდენციების ნაკადი მოდის. ბალტია ნელ-ნელა ინტეგრირებს აფრიკიდან და არაბული სამყაროდან „ლტოლვილებს“. და თუმცა თავის მოსაჩვენებლად წინააღმდეგობას სწევს, ტენდენცია ყველა პუნქტის მიხედვით შეუქცევადი ხდება. ამგვარად, ბალტიისპირეთი თავისი იდენტურობის დაკარგვის და დაბერების რისკის წინაშე დგას. ესტონელები, ლატვიელები და ლიტველები სსრკ-დან გადიოდნენ თავიანთი ეთნოსების შენარჩუნების, თავისუფლად და მდიდრულად ცხოვრების ლოზუნგებით. სინამდვილეში ხისტი რეგულირების ერთი სისტემიდან მათ თავი ამოყვეს დამოკიდებულების კიდევ უფრო ხისტ სისტემაში, ფაქტობრივად, კონტროლი დაკარგეს საკუთარ ეკონომიკაზე და დემოგრაფიაზე. ერთადერთი საქონელი, რომლის მეტ-ნაკლებად წარმატებით გაყიდვას ბალტიის ქვეყნების მთავრობები ახერხებენ - რუსოფობიაა.

ყოველივე ზემოთ თქმული ადასტურებს, რომ ევროკავშირში და ნატოში შესვლა, ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის თავის მოწონების სურვილი აყვავების გარანტია არ არის. და ამგვარი ვითარებაა არა მხოლოდ ბალტიისპირეთში. ვარსკვლავებიანმა ცისფერმა დროშამ ვერ გაამდიდრა ვერც რუმინეთი, ვერც ბულგარეთი, ვერც ბოსნია და ვერც ხორვატია. სიღატაკეში ფართხალებს მოლდავეთი, ნგრევა და სიღარიბე მეფობს უკრაინაში, რომელმაც „ევროპული არჩევანი“ გააკეთა.

ამ ფონზე ლოგიკურად გამოიყურება გასულ შაბათ-კვირას ლატვიის საპარლამენტო არჩევნებზე რუსი პოლიტიკოსის, რიგის მერის ნილ უშაკოვის პარტია „სოგლასიეს“ გამარჯვება. პარტია უკვე მრავალი წელია, მხარს უჭერს რუსეთთან კავშირების გაუმჯობესებას, აგრეთვე ლატვიის მოქალაქეთა უფლებას, რუსულ ენაზე ისწავლონ. და რაც უფრო შორს წავლენ ბალტიის ელიტები იმავე რუსოფობიური მიმართულებით, გამარჯვების მით მეტი შანსი ექნებათ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს.