პოლიტიკა
საქართველოს წარმომადგენლების გაცვეთილი თვალთმაქცური მოწოდებები „ძმებისადმი“, რომლებსაც მითიური სიკეთეებით ავსებას უპირებენ - სოხუმში შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. „უკვე მერამდენედ საქართველოს ხელმძღვანელები საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენებით თავს იტყუებენ, როცა აუდიტორიის და საკუთარი თავის იმაში დარწმუნებას ცდილობენ, რომ შესაძლებელია, საქართველოს და აფხაზეთის რაღაც „საერთო მომავალი“ არსებობდეს. ამასთანავე, ისინი ჯიუტად არ იმჩნევენ, რომ მათი „თანამოქალაქენი“ აგერ უკვე 25 წელია, სუვერენული სახელმწიფოს - აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, რომელთანაც საქართველოს არავითარი საქმე არა აქვს.

თუკი რიტორიკას გვერდზე გადავდებთ და ფაქტებს მივმართავთ, აშკარა გახდება, რომ პრაქტიკულად საქართველოს დამოკიდებულება „ძმების“ მიმართ გამოიხატება აფხაზეთის მოქალაქეთა განუწყვეტელი საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაში, საბაზისო ჰუმანიტარული უფლებების დარღვევაში და გადაადგილებისათვის ხელოვნური ზღუდეების შექმნაში. თბილისის მოღვაწეობის სწორედ ამ მხარეზე უნდა გაამახვილონ ყურადღება საერთაშორისო შუამავლებმა, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სათანადო დასკვნები გამოიტანონ.

საქართველოში უნდა შეწყვიტონ იმ ილუზიების აყოლა, რომ საეჭვო სამშვიდობო ინიციატივების მეშვეობით შესაძლებელია განახლებული საქართველოს სსრ-ს შექმნა. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ისტორიის უკან დაბრუნება შეუძლებელია და აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ პოლიტიკის აგება არსებული პოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე უნდა დაიწყოს“, - ნათქვამია აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.