საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის სიმბოლო უახლესი ისტორიის – პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი!

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს და ლომის წილი ამ გამარჯვებაში მისივე ისტორია და მოღვაწეობა იქნება.

სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის სიმბოლო უახლესი ისტორიისპირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ქალბატონი, რომელიც ჩვენს დიდ ისტორიასაც და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურებარომ ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა.

ამ მხრივ ჩვენ დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, უახლოეს დროში ვიხილავთ. ჩვენ ამით შევეხმიანებით ჩვენს შორეულ და უახლეს ისტორიასაც, შევეხმიანებით პირველ ემიგრაციას, დიდ პატივს მივაგებთ და თავად ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში.

მოგიწოდებთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, ლომის წილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებით, თანადგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ამომრჩეველთა 27%, რომელიც ბოლო წლებში, როგორც კვლევების მიხედვით ჩანს, არ უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, საზოგადოების ნაწილია და მათ ანგარიშს უწევენ.

ის 27 პროცენტი, რაც ბოლო წლებში ჩანს, საზოგადოების ნაწილი, რომელიცქართულ ოცნებასთანარ ასოცირდება, ვერ გაიგო მისი ხელწერა და არ უჭერს მხარს, ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ჩვენ მას პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, და ანგარიშს ვუწევთ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღესაც ასევე ფიქსირდება, რომ დაახლოებით 10% „ნაციონალური მოძრაობისერთ ნაწილზე ,ხოლო 17% მეორე ნაწილზე იყოფა. ამის იქ მათ დიდი რესურსი არ აქვთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.