სამართალი
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს - კახი კალაძე

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა კახ კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხორავას ქუჩის ტრაგედია მათ მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა, რომელმაც, კალაძის განცხადებით, მაშინვე დაკარგა გულწრფელი მხარდამჭერები, როგორც კი საზოგადოებამ დაინახა ნაციონალური მოძრაობის კარგად ნაცნობი ხელწერა.

მოზარდებს შორის მომხდარ დანაშაულზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა, მაგრამ როდესაც რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბრალდების ყველა პუნქტში პირველი ინსტანციის მოსამართლის დარწმუნება ვერ მოხერხდა, მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, რითაც საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა.

ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში. „ნაციონალურ მოძრაობასაქვს უსუსური მცდელობა, ბავშვის მკვლელობის საქმე შეადაროს გირგვლიანის საქმეს, სადაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების უმძიმეს შეთქმულებას ერთი ადამიანის წინააღმდეგ. სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის მკვლელებიქართულ ოცნებასუმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას იმ საქმეში, სადაც პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი ოპოზიციის ხელმძღვანელობით მომუშავე საგამოძიებო კომისიამაც კი ვერ გაბედა“, - განაცხადა კახი კალაძემ.