აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი: აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ რუსეთს მმართველობაში გადასცა „ენგურჰესი“. ამ დროს მინისტრი იყო ადამიანი, რომელიც დღეს ჩემი კონკურენტია!

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. არავინ სვამს კითხვას, რატომ გადასცა საქართველოს მთავრობამ რუსეთს მმართველობაში „ენგურჰესი“ აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზე, რომელსაც ხელს აწერენ მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და რომელშიც წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა პასუხად აღნიშნა, ეს შეკითხვა უნდა დაისვას იმათ მიმართ, რომლებსაც ომის დამთავრებიდან მოკლე დროში ასეთი პოზიცია ჰქონდათ.

ეს არის კითხვა და სკანდალი, რომელზეც უნდა ჰკითხოთ მათ, ვინც ამ პოზიციას იკავებდა ასე ადრე ომის შემდეგ.

მეორე კითხვა არის ის, რომელსაც არ ვიცი, რატომ არავინ არ სვამსრატომ გადასცა საქართველოს მთავრობამ რუსეთს ენგურჰესი მმართველობაში 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, ოქტომბერში. ამ დროს მინისტრი იყო ადამიანი, რომელიც დღეს ჩემი პატრიოტი კონკურენტია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.