პოლიტიკა
გრიგორი კარასინმა ევროკავშირის, ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენლებთან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საზღვრებზე არსებული მდგომარეობა განიხილა

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს, ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ჟენევის დისკუსიებს მორიგი რაუნდი განიხილა.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, გრიგორი კარასინი ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე დისკუსიებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოვო კლაარს, გაერო-ს წარმომადგენელ ჯიჰან სულთანოღლუს და ეუთო-ს სპეცწარმომადგენელ რუდოლფ მიხალკას შეხვდა.

შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს, რომელიც 9-10 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ე.წ. საზღვრებზე არსებული მდგომარეობა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილი სიტუაცია განიხილეს.

დიპლომატებმა დაადასტურეს საერთო მიზანი, რაც ჟენევის დისკუსიების ეფექტიანობის გაზრდა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გამყარებაა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჟენევის დისკუსიების უკანასკნელი 43-ე რაუნდი მარტში გაიმართა, რომელზეც ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი განცხადების გაკეთების შესაძლებლობა განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ განცხადების მიღება ვერ მოხერხდა.