პოლიტიკა
ცესკო-მ რეგისტრაციის პროცესი დაამთავრა - საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს. გაიხსნება თუ არა საარჩევნო უბნები რუსეთის ფედერაციაში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სულ 25 კანდიდატი მიიღებს, რომელთაგან 19 - პოლიტიკური პარტიების, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცესკოში სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფების მიერ. 19 საინიციატივო ჯგუფს მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, რადგან, ცესკო-ს ინფორმაციით, მათ კანონით დადგენილ ვადებში ვერ წარადგინეს მხარდამჭერთა სიები. ერთ საინიციატივო ჯგუფს კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა საარჩევნო დოკუმენტაციაში ხარვეზის შეუსწორებლობის გამო, ერთ პოლიტიკურ პარტიას კი იმ მიზეზით, რომ პარტია იუსტიციის სამინისტროში არ იყო რეგისტრირებული. რაც შეეხება დარეგისტრირებულ 25 კანდიდატს, მათ არაუგვიანეს 16 ოქტომბრისა უფლება აქვთ, წერილობით მიმართონ ცესკო-ს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ყველა კანდიდატი შეტანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.

 

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დარეგისტრირებული კანდიდატების სია:

1. დავით ბაქრაძე - პ/გ ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - N2;

2. იხეილ (გელა) სალუაშვილი - პ/გ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე - N28;

3. ზვიად ბაღდავაძე - პ/გ „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ – N27;

4. შალვა ნათელაშვილი - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - N10;

5. ირაკლი გორგაძე - - პ/გ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ - N23;

6. გრიგოლ ვაშაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - N5;

7. გიორგი ლილუაშვილი - პ/გ „საქართველო“ - N17;

8. სალომე ზურაბიშვილი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - N48;

9. ზვიად მეხატიშვილიპ/გ „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ - N13

10.   ვახტანგ გაბუნია/ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - N4

11. დავით უსუფაშვილი/თავისუფალი დემოკრატები“ - N25

12. ბესარიონ თედიაშვილიამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - N49

13. ლევან ჩხეიძე/ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - N40

14. ზვიად იაშვილი/ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ - N30

15. ზურაბ ჯაფარიძე  – „გირჩი“ - N36

16. აკაკი ასათიანი – ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ - N18

17. გელა ხუციშვილი/საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ - N35

18. კახა კუკავა  – /  „თავისუფალი საქართველო“ - N21

19. თამარ ცხორაგაულიპოლიტიკური მოძრაობათავისუფლებაზვიად   გამსახურდიას გზა“ - N31;

20. გიორგი ანდრიაძეამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - N51

21.   ვლადიმერ ნონიკაშვილიამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - N62

22. კახაბერ ჭიჭინაძეამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - N58

23. მიხეილ ანთაძემოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ - N1

24. ოთარ მეუნარგია – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - N22

25. თეიმურაზ შაშიაშვილიამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - N65

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნებს 40 ქვეყანაში გახსნის. კანონის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ამუშავდება არა უგვიანეს 28 სექტემბრისა. საუბნო საარჩევნო კომისიების გახსნის შემდეგ უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლები იქ მისვლას და რეგისტრაციაში გავლას შეძლებენ.

საქინფორმის შეკითხვაზე - გაიხსნება თუ არა საარჩევნო უბნები რუსეთის ფედერაციაში და თუ გაიხსნება, მაშინ რომელ ქალაქებში? - ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრში (ტელ. +599 32 2 51 00 51) გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ, ვინაიდან საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც საარჩევნო უბნები გაიხსნება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად წყდება და ინფორმაცია ამის შესახებ ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა“, - დააზუსტეს ცესკო-ში საქინფორმის შეკითხვის პასუხად.