პოლიტიკა
არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ ადამიანებს, რომელთა გამო დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია! - კახი კალაძე

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მერი კახ კალაძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

კალაძე  „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნას დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილს პარტიაქართული ოცნებისმხარდაჭერა აქვს. საარჩევნო კამპანია დაწყებულია. კიდევ ერთხელ მინდა,ქართული ოცნებისმხარდამჭერებს მოვუწოდო, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ  დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. დარწმუნებული ვარ, 28 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს. არანაირი შესაძლებლობა და შანსი არ უნდა დავუტოვოთ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ ადამიანებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს, რომ ჩვენ ასეულობით სოფელი და მებრძოლო გმირები დავკარგეთ. მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ეს ყველაფერი არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა კახი კალაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა კანონის ფარგლებში განხორციელდება.