საზოგადოება
კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებელი 25 000 ლარი იქნება

საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. სამედიცინო ან სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის მოყვანის, კულტივირებისა და გადამუშავების უფლება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირს ექნება, ამის შესახებ აღნიშნულია კანაფის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში.

ასევე ლიცენზია იქნება საჭირო მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური ან ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტისთვის.

კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის მოპოვება შეუძლია მხოლოდ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით.

რაც შეეხება სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლებს, აღნიშნულ საკითხს არეგულირებს სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები:

) სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია – 25 000 ლარი;

) სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია – 25 000 ლარი;

) სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია – 25 000 ლარი;

) სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია – 25 000 ლარი;

) მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია – 25 000 ლარი;

) მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია – 25 000 ლარი;

) მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია – 25 000 ლარი;

) სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია – 25 000 ლარი;

) სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია – 25 000 ლარი;

კ) სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის ლიცენზია – 25 000 ლარი“, – აღნიშნულია სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში.