პოლიტიკა
ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია! - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, 08.08.08. ომთან დაკავშირებით  თავისი უცვლელი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიას თოქშოუ „რეაქციაში“.

"დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის. მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ არცერთმა პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და თავისი მოქალაქეები. მართალი არის, რომ ცხინვალი იყო დიდწილად დაცლილი რუსების მიერ, რაც იყო პროვოკაციის ნაწილი. იქ, შეიძლება, კიდევ სხვა რამე იყო გარიგებები, ეს ისტორია არ დაწერილა ბოლომდე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.