უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - ყოველ ვიზიტთან ერთად საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების დონე მაღლდება, ეს ტემპი უნდა გავაგრძელოთ

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ყოველ ვიზიტთან ერთად ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების დონე უფრო მაღლდება, ატმოსფერო უფრო მეგობრული და თბილი ხდება, ჩვენი მთავრობების წევრებს შორის მყარდება მეგობრული კავშირები, რაც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობებში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე საუბარი ჰქონდა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე/

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა და ჩვენი მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენი მომდევნო ურთიერთობების განვითარების გარკვეული ამბიციური საკითხები დავსვით. რა თქმა უნდა, სომხეთის და საქართველოს ურთიერთობა ბრწყინვალეა. ჩვენი ურთიერთვიზიტები პერიოდული ხასიათისაა და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ განვიხილეთ უამრავი საკითხი, ტრანსპორტის ეკონომიკის, პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით და ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანი დასაფიქსირებელია, რომ ამ ვიზიტის შედეგებით ჩვენ ახალ სტიმულს შევძენთ ჩვენს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ ურთიერთობებს”, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ძალზედ ამბიციური პროგრამა იქნა წამოწეული.

ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ამ პროგრამას. კონკრეტულად, საკითხი დაისვა უახლოეს წლებში სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და იმის შესახებ, რომ სავაჭრო ბრუნვას ერთ მილიარდ დოლარამდე მივაღწიოთ. ეს ის საკითხია, რომელზეც ყველას უნდა გვქონდეს საგზაო რუკა და შეთანხმებული ნაბიჯები. ჩვენ შევთანხმდით, რომ სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა უნდა გაიმართოს. კომისიის წინაშე კონკრეტული საკითხი დაისმება. ჯერ უნდა შევადგინოთ საგზაო რუკა, ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობებისა, ჰუმანიტარული, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაძლიერებლად. შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ ყოველ ვიზიტთან ერთად ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების დონე უფრო მაღლდება, ატმოსფერო უფრო მეგობრული და უფრო თბილი ხდება და ჩვენი მთავრობების წევრებს შორის მყარდება მეგობრული კავშირები, რაც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობებში და ეს ტონი და ტემპი უნდა გავაგრძელოთ და სარწმუნო ნაბიჯებით წინ ვიაროთ”, – განაცხადა ფაშინიანმა.

1tv.ge