საზოგადოება
„სლავი ხალხების კონგრესი“ თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის გაირიცხოს - საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭომ დისციპლინური სასჯელი გამოიყენა

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი.

საქართველო რუს თანამემაულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს პარტნიორებს და ყველა დაინტერესებულ პირს 

პატივცემულო მეგობრებო!

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს საქართველოში შედგა საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების IV თემატური კონფერენცია „2019 რუსეთში თეატრის წელი. თეატრის როლი თანამემამულეთა კონსოლიდაციაში და საქართველოში რუსული ენისა და კულტურის განვითარებაში“.

მოცემულ კონფერენციაზე განხილული რიგი აქტუალური საკითხების გარდა, საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, კენჭისყრაზე დაეყენებინა საკითხი ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დისციპლინური სასჯელის შესახებ.

მოგვაქვს ამონაწერი კონფერენციის ოქმიდან:

საქართველო რუს თანამემაულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს შესახებდებულების 5.6 პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით, რომელშიც მითითებულია, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრები ვალდებული არიან, ანგარიში ჩააბარონ მიღებული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, და სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამო,საქართველო რუს თანამემაულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს შესახებდებულების 3.9 პუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს საქმიანობისთვის, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს პრინციპებს არღვევს და არ შეესაბამება ორგანიზაციის მიზნებს და ამოცანებს, გაირიცხოს ანჟელიკა ვალენტინის ასული ზახაროვა საქართველო რუს თანამემაულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს აღმასკომის შემადგენლობიდან, ხოლო ორგანიზაციასლავი ხალხების კონგრესი“, რომელსაც ის ხელმძღვანელობ, ამოირიცხოს საქართველო რუს თანამემაულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან.

ამ დადგენილებას კონფერენციის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. 

პატივისცემით,
საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ნ. სვენტიცკი