საზოგადოება
მამიკინსზე ოპოზიციური პარტიების შეტევა ერთადერთ მიზანს ემსახურება - შექმნან ქაოსი საქართველოს ირგვლივ! - გია ვოლსკი

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსზე ოპოზიციური პარტიების შეტევა ერთადერთ მიზანს ემსახურება – შემოიტანონ ქაოსი საქართველოს ირგვლივ, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ურთულეს მდგომარეობაში ჩაცვივდნენ.

თვითონ მომხსენებლის მიმართ არის ძალიან უზნეო შეტევა. ეს არ არის კრიტიკული ან საქმიანი შენიშვნები, ეს არის ის, რაც კატეგორიულად, პრინციპულად ეწინააღმდეგება არამარტო მომხსენებლის შეხედულებებს, არამედ საერთაშორისო დონეზე ყველა ორგანიზაციის შეხედულებებს, რომელმაც საქართველო აღიარა, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი. ამას დაუპირისპირდნენ, მიზანი ერთიადაძაბულობის, ქაოსის შემოტანა საქართველოს ირგვლივ ყველგან, მათ საერთაშორისო ასპარეზზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 30 აგვისტოს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მამიკინსის შესახებ მწვავე განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა: ანდრეს მამიკინსი, პირდაპირ არის შემჩნეული ლატვიის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ისეთ ქმედებაში, როგორიც არის, მაგალითად, ბატონ ასადთან შეხვედრა. ასადი ვინ არის, რა გააკეთა ბოლოს საქართველოსთვის, ესეც კარგად უნდა გესმოდეთ”.

ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა მამიკინსი რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მამიკინსის მომზადებულ ანგარიშს სუსტი უწოდა და მასში საქართველოს მიმართ კრიტიკული შესწორებების შეტანა მოითხოვა.

ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით ბრიუსელში კომენტარი პირველ არხთან გააკეთა. ქართველები ჩემი მეგობრები არიან. მე თქვენ გგულშემატკივრობთ და თქვენს ევროპულ მომავალს ვგულშემატკივრობ“, – განაცხადა მამიკინსმა.