სამართალი
გიორგი მარგველაშვილი ჯერ არ აკონკრეტებს, შეიწყალებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საკუთარ პოზიციას ჯერ არ აკონკრეტებს.  გიორგი მარგველაშვილის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ შეწყალების კომისიასთან თათბირის შემდეგ განაცხადებს.

ამასთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის პოზიცია ჯერ არ მომისმენია. რამდენადაც ვიცი, იხილავენ. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ კომისიასთან თათბირის შემდგომ მოგახსენებთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.