აქტუალური
საქართველოს ეკონომიკა შვიდ თვეში 5,5 პროცენტით გაიზარდა, ივლისში კი წლიურმა ზრდამ 4,6 პროცენტი შეადგინა

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის შვიდ თვეში 5,5%-ით გაიზარდა, – აღნიშნულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მიმდინარე წლის ივლისში კი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,6% შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

მთავრობის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4,5%-ს უნდა მიაღწიოს. თუმცა, ცოტა ხნის წინ ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნული პროგნოზი 5,5%-მდე გაზარდეს.