სამართალი
ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის საქართველოსა და ირანის ოთხი მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

  საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს (ვიდეო იხ. აქ). 

უწყების ცნობით, საგამოძიებო ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. 

სამართალდამცველებმა რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის ორი და საქართველოს ორი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული .. და 1995 წელს დაბადებული ., ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული .. და1980 წელს დაბადებული .. 

სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.