პოლიტიკა
აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი საქართველოში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე საგასტროლო წარმოდგენებს გამართავს

  საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. 2018 წლის 7-9 სექტემბერს აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, პრეზიდენტის გზავნილის - „მზერა მომავლისკენ: საზოგადოებრივი ცნობიერების მოდერნიზაცია“ - ფარგლებში, თავის შემოქმედებას ქალაქ თბილისში წარმოადგენს. 

თეატრი ქართველ აუდიტორიას გააცნობს ყაზახეთის კლასიკურ ხელოვნებას ოპერისა და ბალეტის ბრწყინვალე წარმომადგენელთა შესრულებით. დასის შემადგენლობაში არიან ყაზახეთის რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწეები, პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, რომლებმაც მაყურებლის აღიარება დაიმსახურეს როგორც ყაზახეთში, ისე საზღვარგარეთ. 

თეატრის გასტროლი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიულ სცენაზე ჩაივლის, დასწრება უფასოა.