პოლიტიკა
მოსკოვი ინტერესით ადევნებს თვალს ანგელა მერკელის ვიზიტს კავკასიაში, მითუმეტეს, რომ მერკელი გარკვეული მესიჯების გახმაურებას გეგმავს

     საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ მერკელის ვიზიტი ნატოს წევრობას უფრო მოაახლოებს – ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობასთან მერკელის მოლაპარაკებების მთავარი თემა ნატოში თბილისის ღიად გაცხადებული სწრაფვა იქნება.

ნატოს ბრიუსელის სამიტზე ნატოს წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საქართველოს აქვს გაწევრიანების შანსი, მაგრამახლა არა“. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში კონფლიქტის შესაძლებლობაზე ილაპარაკა. 2008 წელს კი, ომის დამთავრების შემდეგ, იდეას თავად მერკელმაც დაუჭირა მხარი, თუმცა მას შემდეგ დიდი გარდატეხა არ მომხდარა“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში კონფლიქტების უკან რუსეთი დგას, რაც ნატოს წევრობის გზაზე დაბრკოლებაა. გამოცემა წერს, რომ მერკელი აზიასა და ევროპას შორის მთავარ გეოპოლიტიკურ რეგიონს სტუმრობს, რომელიც კონფლიქტებისგან დამშვიდებული ჯერ კიდევ არ არის. მაგალითად მოყვანილია რუსეთ-საქართველოს ომი და ნათქვამია, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები, ფაქტობრივად, რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

ამ რთულ ვითარებაში მერკელს სურს აჩვენოს, რომ ბერლინსა და მოსკოვს შორის მშვიდი ტონის მიუხედავად, ევროპელებს არ სურთ, რომ რუსეთის ქმედებები მის ძველ უკანა ეზოში უპასუხოდ დატოვონ. მერკელის პირველი გაჩერება თბილისია. საქართველო დასავლეთისკენ სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტად ისწრაფვის, ინსტიტუტების ტრანსფორმაციას ევროპულ მოდელზე ახდენს. ევროკავშირი ამჟამად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. არის ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი. თუმცა, ბევრმა ქართველმა გერმანიაში თავშესაფრის განაცხადი დაუსაბუთებლად შეავსო და დანაშაულის კუთხითაც მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია. მერკელი, სავარაუდოდ, ამაზეც ილაპარაკებს“, – წერია სტატიაში.

Welt ხაზს უსვამს მერკელის ვიზიტის ეკონომიკურ მახასიათებელსაც. ვიზიტი არის სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვისაც. „ჩრდილოეთის ნაკად 2“ გაზსადენის მშენებლობით გერმანელები რუსეთზე კიდევ უფრო მეტად იქნებიან დამოკიდებული, მაგრამ ფედერალურ მთავრობას არ სურს, რომ ფსონი მხოლოდ მოსკოვზე დადოს“, – აღნიშნულია სტატიაში.