აქტუალური
რიგებისა და თაღლითების გარეშე: თბილისში რუსეთის ვიზების ახალი ცენტრი იხსნება

     საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია 17 აგვისტოს თბილისში ვიზების ახალ ცენტრს გახსნის, რომელიც ბევრად სწრაფად შეძლებს განაცხადების გაფორმებას რუსეთის ვიზის მიღების თაობაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ტელეარხ Rustavi 2-ის ეთერში. ახალი სავიზო ცენტრი ბესიკის ქუჩის 4 ნომერში განთავსდება.

რუსეთის ვიზების გაცემის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მისიასთან გიგანტური რიგებისა და დაძაბული ატმოსფეროს შესახებ.

რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა ევგენი კონიშევმა Sputnik-საქართველოსთან საუბრისას განაცხადა, რომ საკონსულოს შენობის სიახლოვეს გამუდმებით მოქმედებს პირთა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად ძაბავს ვითარებას, ქმნის ალტერნატიულ რიგებს და ამით მისიის მუშაობას აფერხებს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ პრობლემების აღმოფხვრისა და მოქალაქეთა მპომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 17 აგვისტოდან მუშაობა უნდა დაიწყოს რუსეთის ახალმა სავიზო ცენტრმა, რომელიც შეძლებს ვითარების გამოსწორებას“, — განაცხადა აბაშიძემ.

ინფორმაცია ახალი სავიზო ცენტრის გახსნის თაობაზე რუსეთის ინტერესთა სექციის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შენობა ძველზე ბევრად კომფორტული იქნება, განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეიქმნება და ასევე დაჩქარდება მოქალაქეთა მომსახურების პროცესი. თუ ძველ შენობაში ათზე ნაკლები მისაღები ფანჯარა არსებობდა, ახალში ფანჯრების რაოდენობა 16-ს შეადგენს.